ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი სტატიას აქვეყნებს
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა, ქართული ოცნების როლი, ინსტიტუციური რეფორმები, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება, გარე ჩარევების თავიდან აცილება - ამ და სხვა საკითხებზე ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი სტატიას აქვეყნებს. ესპანური ანალიტიკური ცენტრის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სულ უფრო რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი გახდა. სტატიაში წერია, რომ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა გადამწყვეტი ფაქტორია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.
