ბიუჯეტი 2025
ქვეყნის მთავარი 2025 წლის ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვერსია პარლამენტშია. 2024 წელთან შედარებით, ბიუჯეტის ხარჯვითი წილი ორი მილიარდ 400 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 31 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს. დაფინანსება ყველა მიმართულებით იზრდება. ამ ეტაპზე განხილვა დარგობრივ კომიტეტებში მიმდინარეობს. გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების გათვალისწინებით, მთავრობა პარლამენტს მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას დეკემბერში წარუდგენს
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
