დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი
ევროსაბჭოს განცხადებად წარმოჩენილი მოსაზრება ორგანიზაციის 612 წევრიდან მხოლოდ 24 დეპუტატს ეკუთვნის და ყველა მათგანი, ქართული ოპოზიციის კონკრეტული ჯგუფის მოკავშირეა. ხელმომწერთა შორის არის ერიკ კროსი, რომელიც 2007-2008 წლებში მაშინ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად მუშაობდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას „ქართული ოცნების“ დელეგაციამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. „საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც, როგორც ჩანს, აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის“ - ეს არის ამონარიდი 24 არანეიტრალური დეპუტატის მოსაზრებიდან, რომელსაც ოპოზიციის მხარდამჭერი მედიასაშუალებები ევროსაბჭოს უმძიმეს განცხადებად ავრცელებენ
