ლგბტ პროპაგანდის მოკავშირეები
სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა იმ ინიციატივის დადასტურებაზე, რომლის უკან ისტორია, ქართული, ქრისტიანული და ევროპული ღირებულებები დგას! ეს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებაა, რომლის ხელმოწერით, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანების დამცავი კანონი მაინც ამოქმედდება. ოპოზიციამ ბოიკოტით, ზურაბიშვილმა ხელმოწერაზე უარით - ამ ფასეულობების მხარეს დგომას თავი აარიდეს. რამდენად მნიშვნელოვანია კანონი საზოგადოებისათვის - პასუხად, 17 მაისს ქუჩაში გასული ხალხის რაოდენობაც კმარა
