2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში განიხილეს
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში განიხილეს. ბიუჯეტის პარამეტრები კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა. პროექტის მიხედვით, დაფინანსება იზრდება ყველა მიმართულებით. გათვალისწინებულია მასწავლებლების, მანდატურებისა და საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასების ზრდა. 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10 პროცენტიანი ზრდა. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ასიგნებები, 27 მილიარდ 46 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 2 მილიარდ 16 მილიონით მეტია
