ისრაელმა ბეირუთში მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა
ისრაელმა ბეირუთში მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. ცაჰალის განმარტებით, ლიბანის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში წერტილოვანი დარტყმის სამიზნე მრავალსართულიანი შენობა იყო, სადაც ჰეზბოლას ობიექტი იყო განთავსებული. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელმა საჰაერო დარტყმა ლიბანის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში განახორციელა, ამავე ქუჩაზე ქვეყნის პარლამენტის შენობა მდებარეობს.
