,,ლიბერთი ბანკი“ საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერ კომპანიად დასახელდა
,,ლიბერთი ბანკი“ საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერ კომპანიად დასახელდა. ერთ-ერთ უმსხვილეს კომერციულ ბანკს ჯილდო საერთაშორისო კომპანიების მიერ გადაეცა. აღინიშნა მათ შორის ბანკომატებში მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისკენ გადადგმული ნაბიჯები. გარდა ამისა, "ლიბერთისა" და "პენკი კონტინენტალ გრუპს" შორის ხელი მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტი სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ითვალისწინებს.