დანიაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ქართული ფილმების ჩვენება გრძელდება
დანიაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ქართული ფილმების ჩვენება გრძელდება. გაიმართა თენგიზ აბულაძის ფილმის, „ნატვრის ხის“, ჩვენება. კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, კინოხელოვნების წარმოჩენას.