2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში განიხილეს
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში განიხილეს. ბიუჯეტის პარამეტრები კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა. პროექტის მიხედვით, დაფინანსება იზრდება ყველა მიმართულებით. გათვალისწინებულია მასწავლებლების, მანდატურებისა და საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასების ზრდა. გარდა ამისა, 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების ათ პროცენტიანი ზრდა. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ასიგნებები 27 მილიარდ 46 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2 მილიარდ 16 მილიონით მეტია.