გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ქალაქ ბონში გამართულ „ევროპის ტყეების“ რიგით მე-9 მინისტერიალს დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ქალაქ ბონში გამართულ „ევროპის ტყეების“ რიგით მე-9 მინისტერიალს დაესწრო. მინისტერიალის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპის ქვეყნებში არსებული ტყეების მართვის საკითხებზე კონკრეტული ქვეყნების გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს: ბონის მინისტერიალის დეკლარაციასა და ბონის მინისტერიალის გადაწყვეტილებას. დოკუმენტებში საუბარია კლიმატის ცვლილების, ტყის რესურსების დივერსიფიკაციის, ფინანსური რესურსების მობილიზაციის საჭიროებასა და სატყეო განათლებისა და სექტორის პოპულარიზაციის საკითხებზე.