ბორჯომის ცენტრალური არეალის ურბანული განახლების პროექტი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ბორჯომის ცენტრალური არეალის ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, განახლდება ბორჯომის ცენტრალურ პარკის მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ისტორიული პარკი. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდებს, დამონტაჟდება დამცავი ჯებირები სრულად განახლდება ბორჯომის ისტორიული პარკის ინფრასტრუქტურაც, მოეწყობა გასართობი, საბავშვო და სპორტული სივრცეები. პარკი სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.
