2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საკომიტეტო განხილვები, საკანონმდებლო ორგანოში იწყება
2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საკომიტეტო განხილვები, საკანონმდებლო ორგანოში იწყება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დეპუტატები დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. ბიუჯეტის პარამეტრებს კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარუდგენს. დაფინანსება იზრდება ყველა მიმართულებით, მათ შორის განათლების და მეცნიერების სამინისტროს, დაფინანსება 370 მილიონ ლარზე მეტით ეზრდება, გათვალისწინებულია მასწავლებლების, მანდატურებისა და საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასების ზრდა.