ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონპროექტს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონპროექტს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა. განცხადება ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სპიკერის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ხელი მოეწერა კანონზე, რომელიც იცავს ადამიანისთვის ყველაზე ღირებულს - ოჯახსა და ბავშვებს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის შესახებ კანონპროექტზე ხელის მოწერა არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის ხელმოწერა, რომლის უკანაც დგას ერიც და ბერიც.
