ქართულენოვანი სამტომეული
„საქართველო - ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია“ - ამ სახელწოდებით გამოცემის პრეზენტაცია დედაქალაქის საკრებულოში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდმა გამართა. გამოცემა სამი ტომისაგან შედგება და თან ახლავს მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილია ქართული ხალხური, საეკლესიო, საკრავიერი მუსიკისა და ქორეოგრაფიის 2 500-მდე ნიმუში. გარდა ამისა, სამტომეულში შესულია მასალები საქართველოს ისტორიის, სამუსიკო და საცეკვაო ფოლკლორის, საეკლესიო და ინსტრუმენტული მუსიკის, არქეოლოგიის, არქიტექტურისა და ეთნოგრაფიის შესახებ. პროექტი ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს“ და ამერიკული საგამომცემლო სახლის „ნოვა საიენსის“ ურთიერთთანამშრომლობით განხორციელდა.
