არჩევნები 2024
საარჩევნო პროცესი წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. ყველას აქვს აგიტაციის ჩატარების საშუალება ყველანაირი ფორმით და საუბარი არალეგიტიმურ არჩევნებზე, არის პირდაპირი მინიშნება, რომ ვიღაცას არ სურს, შეეგუოს რადიკალური ოპოზიციის მარცხს - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ზოგიერთი მედიასაშუალების თუ პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ ცნობას, თითქოს საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, სპეკულაცია უწოდა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
