განათლების ახალი მინისტრი
განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე წულაძეა. თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტების კურსდამთავრებული სამართლის დოქტორია. აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქალაქო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება. იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ალექსანდრე წულაძისთვის არც განათლების სამინისტროა სიახლე, ის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ამილახვარი 28 სექტემბერს გადადგა და კერძო სექტორში დაბრუნდა.