ხუთ და ექვს ოქტომბერს „თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და აბანოთუბანში გაიმართება
საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები - ხუთ და ექვს ოქტომბერს „თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და აბანოთუბანში გაიმართება. ხუთ ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია დაიწყება. სრული პროგრამის ნახვა თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.