კომპანია „ჰანიველ ცემენტმა“ კასპის ცემენტის ქარხანაში ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენების პროექტი წარმოადგინა
კომპანია „ჰანიველ ცემენტმა“ კასპის ცემენტის ქარხანაში ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენების პროექტი წარმოადგინა. კომპანიის გენერალური დირექტორის, დავით ჯუღაშვილის თქმით, ტექნოლოგია უკვე აპრობირებულია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და წარმატებით ხორციელდება როგორც ჰაიდელბერგ ცემენტის, ასევე სხვა კომპანიების კუთვნილ ცემენტის ქარხნებში. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ პროექტს უამრავი პოზიტიური შედეგი მოჰყვება და საერთო ჯამში, გარემოზე დადებით ზემოქმედებას მოახდენს - ჩანაცვლდება ძვირად ღირებული, მეტწილად იმპორტირებული საწვავი - შემცირდება ნახშირორჟანგის გაფრქვევა ატმოსფეროში და შესაძლებელი იქნება ნარჩენების გარემოში მოხვედრის პრევენცია.