კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო 30-ეულშია
კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო 30-ეულშია. საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსი ევროკომისიამ გამოაქვეყნა, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა მოამზადა. კეთილსინდისიერების რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ჯამში 11 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას; საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში და ასევე ლიდერია მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფის ქვეყნებს შორის. საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება: ბელგია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა, ბულგარეთი, თურქეთი, ისრაელი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია. განსაკუთრებული წინსვლა საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორის მიხედვით აქვს. სასამართლო დამოუკიდებლობით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 21 საფეხურით გაიუმჯობესა, 57-ე ადგილიდან 36-ე პოზიციაზე დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. სასამართლო დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს, ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, მალტა, ლატვია, უნგრეთი, ხორვატია, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია. და კიდევ ერთი მონაცემი: საქართველომ ადმინისტრაციული გამჭვირვალობის კუთხით უმაღლესი შეფასება, 10 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა, კიდევ სხვა 10 სახელმწიფოსთან ერთად, თანაბარი ქულით.
