ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონპროექტს სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონპროექტს სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს. პრემიერ მინისტრის შეფასებით ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ არჩევანზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით სალომე ზურაბიშვილი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს დგას.
