არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება ეხებოდათ, ახლა ცდილობენ ბიუროს შეცვლილი გადაწყვეტილება ენჯეო სექტორის გამარჯვებად წარმოაჩინონ
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება ეხებოდათ, ახლა ცდილობენ ბიუროს შეცვლილი გადაწყვეტილება ენჯეო სექტორის გამარჯვებად წარმოაჩინონ. მესამე სექტორი ამბობს იმასაც, რომ ახლა მათ ისევ ექნებათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ არჩევნებს, თუმცა, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ბიუროს წინა კვირის გადაწყვეტილება მათ არჩევნებზე დაკვირვებას არც აქამდე უზღუდავდა. ოპოზიციის პოზიციები სრულად ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ მმართველი პარტია, მათგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედებს და ბიუროს მიმართ პრემიერის რეკომენდაცია პოლიტიკური საჭიროებებით არის ნაკარნახევი.
