5-6 ოქტომბერს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო, კონტაქტურ კარატეში მსოფლიო პირველობას „ოლ ჯაპანს“ უმასპინძლებს
5-6 ოქტომბერს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო, კონტაქტურ კარატეში მსოფლიო პირველობას „ოლ ჯაპანს“ უმასპინძლებს. იაპონიის ღია აბსოლუტურ ჩემპიონატში 71 სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირზე ევროპის კონტინენტიდან 4 სპორტსმენი გამოვა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების წევრი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი დავით მსხალაძეა. ქართველმა კარატისტმა იაპონიაში გამგზავრებამდე შეკრება ბათუმში გაიარა, დასკვნითი ვარჯიში კი მთავარ მწვრთნელთან, ლევან ცინცაძესთან ერთად, დავით ქირიას სახელობის დარბაზში ჩაატარა. დავით მსხალაძე პირველ ბრძოლას 5 ოქტომბერს გამართავს.
