კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით, კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა. დამსაქმებლებმა ფორუმზე ასამდე ვაკანტური მენეჯერული პოზიცია წარმოადგინეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან, რომლებიც მიზნობრივად, კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩა.
