ლევან ზალკალიანმა საჩხერესა და ჭიათურაში გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართა და პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა საჩხერესა და ჭიათურაში გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართა და პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში მიმდინარეობს საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა. ხიდი შენდება ჭიათურაშიც. საჩხერეში აქტიურ ფაზაშია მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობაც. სახელმწიფო რწმუნებულმა ჭიათურაში ღია საცურაო აუზისა და სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესიც დაათვალიერა.
