უკრაინული მედია ოკუპანტის ფრონტის ხაზზე წინსვლას ადასტურებს
უკრაინული მედია ოკუპანტის ფრონტის ხაზზე წინსვლას ადასტურებს. სამხედრო პორტალი „დიპ სტეიტი“ წერს, რომ რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში ქალაქი უგლედარი აიღო და ახლა ის ვოლნოვახის რაიონს სრულად აკონტროლებს. ვრცელდება ცნობები, რომ უგლედარში ასამდე უკრაინელი სამხედრო ოკუპანტის ალყაშია. უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ ფრონტის ხაზის კიდევ რამდენიმე ადგილას რთული ვითარებაა. ოკუპანტი უკრაინულ პოზიციებს ინტენსიურად უტევს და ნელი ტემპით, თუმცა წინ მიიწევს.
