გერმანიის კანცლერის განცხადებით, „ირანი რისკავს, რომ მთელი რეგიონი ცეცხლში გაეხვიოს“
გერმანიის კანცლერის განცხადებით, „ირანი რისკავს, რომ მთელი რეგიონი ცეცხლში გაეხვიოს“. ოლაფ შოლცმა ირანსა და ჰეზბოლას მოუწოდა ისრაელზე შეტევები დაუყოვნებლივ შეწყვიტონ, ვინაიდან ეს მთელ რეგიონს უქმნის საფრთხეს. ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმა მკაცრად დაგმო ემანუელ მაკრონმაც. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთმა რეგიონში თავისი სამხედრო ძალები მზადყოფნაში მოიყვანა. თეირანის თავდასხმის შემდეგ ისრაელს თანადგომა გამოუცხადა დიდმა ბრიტანეთმაც.
