5 და 6 ოქტომბერს „თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და აბანოთუბანში გაიმართება
საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და აბანოთუბანში გაიმართება. 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია დაიწყება. სრული პროგრამის ნახვა თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
