თენგიზ ნასარიძე ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება” სიტყვით გამოვიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება” სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. მინისტერიალის თემატურ დისკუსიაში, საქართველოსთან ერთად, უნგრეთის, ჩეხეთის და კვიპროსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
