თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 10- ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 10- ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ თაღლითობასა და გამოძალვაში. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ორგანიზებულ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ; ღამის კლუბებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ანგარიშსწორებისას თანხას სძალავდნენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, საქმეში, სავარაუდოდ, ახალი მოქმედი პირებიც გამოიკვეთებიან.
