თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან მასირებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელში დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე აღარ არის
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან მასირებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელში დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე აღარ არის. მოსახლეობას თავშესაფრების დატოვების უფლება მისცეს. აღდგენილია ავიამიმოსვლაც. ირანმა ასობით ბალისტიკური რაკეტა გუშინ, გვიან საღამოს ისრაელის ცენტრალური რეგიონისა და სამხრეთის მიმართულებით გაუშვა.
