არჩევნები 2024
არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ცესკოში ვადებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, ზოგიერთი საარჩევნო უბანი გამსხვილდა. შესაბამისად, ამომრჩეველთა ნაწილს ამ არჩევნებზე ხმის მიცემა გასული არჩევნებისგან განსხვავებულ ადგილას მოუწევს. ცესკო მოქალაქეებს მოუწოდებს, დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და წინასწარ იცოდნენ, სად არის მათი საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.