მილოცვა NATO-ს გენერალურ მდივანს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. მთავრობის მეთაური ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ახალ გენერალურ მდივანს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მზადყოფნას გამოთქვამს.
