26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე. ცესკოს თავმჯდომარემ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ყველა მნიშვნელოვანი სიახლისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია ახორციელებს ან მომავალში განახორციელებს. შეხვედრაზე ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან სხვადასხვა მიმართულებით გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინეს.
