არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ცესკოში ვადებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ცესკოში ვადებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, ზოგიერთი საარჩევნო უბანი გამსხვილდა. შესაბამისად, ამომრჩეველთა ნაწილს ამ არჩევნებზე ხმის მიცემა გასული არჩევნებისგან განსხვავებულ ლოკაციაზე მოუწევთ. ცესკო მოქალაქეებს მოუწოდებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და წინასწარ იცოდნენ სად არის მათი საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისათვის კი 42 სახელმწიფოს 53 ქალაქში 60 საარჩევნო უბანია შექმნილი.
