ახმეტაში სახალხო დღესასწაული ბიძინაობა აღნიშნეს
ახმეტაში სახალხო დღესასწაული ბიძინაობა აღნიშნეს. დღესასწაული წმინდა მოწამეების ბიძინა, შალვა და ელიზბარის ხსენების დღეს უკავშირდება , რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ოქტომბერს აღნიშნავს. ღონისძიების ფარგლებში ახმეტის ცენტრში სხვადასხვა გასართობი აქტივობები გაიმართა. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, მათ შორის მოეწყო ტრადიციული დოღი. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
