მცხეთაში იუსტიციის სახლი აშენდება
მცხეთაში იუსტიციის სახლი აშენდება. სიმბოლური კაფსულა ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილას იუსტიციის მინისტრმა , მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ჩაუშვა. მალე მცხეთის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს. მცხეთის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება. ფილიალში დაახლოებით ოცი ადამიანი დასაქმდება.
