ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს
ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ იქსში აღნიშნავს, საქართველოს და იაპონიას ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ. ირაკლი კობახიძე იაპონიას სხვადასხვა სექტორში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
