პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება გერმანიის წამყვანი პარტიების ინიციატივას - აკრძალონ პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“
პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება გერმანიის წამყვანი პარტიების ინიციატივას - აკრძალონ პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ეს კარგად ასახავს პოლიტიკური მიკერძოებისა და ფარისევლობის იმ მასშტაბს, რომლითაც ზოგიერთი პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, საქართველოს მთავრობას ეპყრობა. პაპუაშვილის თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული ანალოგების მიუხედავად, ქართული ოცნების განზრახვა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის თაობაზე, უცხოელმა პარტნიორებმა გააკრიტიკეს.
