პრემიერ-მინისტრი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების თაობაზე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმიანება
პრემიერ-მინისტრი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების თაობაზე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმიანება. ირაკლი კობახიძე წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს, თუმცა, პრემიერს მიზანშეწონილად მიაჩნია, სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, , „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს,“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.
