სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, ბათუმში მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს თასის გათამაშება ჩატარდა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, ბათუმში მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს თასის გათამაშება ჩატარდა. ტურნირი, სადაც 10-ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. საუკეთესო შედეგი ყაზახეთის წარმომადგენლებმა აჩვენეს. ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ელენე ქობალია.
