აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ხელმძღვანელ პირებს აფხაზეთის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა. შეხვედრაზე განიხილეს იმერეთის ქალაქებში არსებული დევნილი მოსახლეობის საჭიროებები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
