ისნის რაიონში კიდევ ერთი ახალაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
ისნის რაიონში კიდევ ერთი ახალაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. ვაზისუბნის დასახლებაში არსებული 124 ბაგა-ბაღი 290 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, აქვს კეთილმოწყობილი ეზო გამწვანებითა და სათამაშო მოედნებით; შენობა აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. ახალი საბავშვო ბაღი თბილისის მერმა დაათვლიერა.
