მორიგი ჰუმანიტარული დახმარება ოპოზიციას
მორიგი ჰუმანიტარული დახმარება ოპოზიციას. უცვლელი აქტორებითა და გამოცემით. იან კელი და დევიდ კრამერი ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციებს ითხოვენ. კონგრესის ჟურნალ ჰილსში წერენ, რომ ქართული დემოკრატიის გადასარჩენად, ბაიდენმა სანქციები უნდა დაუწესოს ქვეყნის ოლიგარქებს და შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენოს, რომ გამოიყენებს ფინანსურ ბერკეტს თავად ივანიშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ, თუ ისინი გააგრძელებენ გზას, რომელიც დამღუპველი იქნება ქართველი ხალხისთვის და ამერიკა -საქართველოს ურთიერთობებისთვის.
