ბიძინა ივანიშვილის განცხადება
პირველი ოქტომბერი - დღე, რომელიც გამოხატავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარ გამარჯვებას და ქართველი კაცის მიერ ღირსების დაბრუნებას - ეს პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს საპატიო თავმჯდომარის სიტყვებია. ბიძინა ივანიშვილი განცხადებას აქვეყნებს და 12 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. წერს, რომ პირველი ოქტომბერი თავისუფლების დაბრუნების დღეა. 2012 წლის ისტორიული გამარჯვების შეფასების გარდა, ბიძინა ივანიშვილი მიმოიხილავს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდს, ასევე საუბრობს 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობაზე.
