ქობულეთში, ევროპული ინვესტიციით, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ახალი ქარხანა ამოქმედდა
ქობულეთში, ევროპული ინვესტიციით, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ახალი ქარხანა ამოქმედდა. ახალი საწარმო სარეალიზაციოდ მოამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის ტრანსპორტირებისთვის. საწარმოს გახსნას პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.
