თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა
თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო აქციას, ჩვენი დედაქალაქიც უერთდება. იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. ოქტომბერში, საინფორმაციო კამპანიის „შენი სიცოცხლე შენს ხელშიას“ ფარგლებში, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ასევე “ევროპა დონა საქართველოს” თანამშრომლობით მიმდინარეობს, მრავალი აქტივობაა დაგეგმილი.
