2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა. პარტიამ მოსახლეობის ხმების 54 მთელი 97 მეასედი პროცენტი მიიღო. ამ დღიდან და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წელი გავიდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები თარიღის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებენ და პირველი ოქტომბრის გამარჯვების მნიშნელობაზე საუბრობენ.
