დიდი სკანდალი ჰოლივუდში
დიდი სკანდალი ჰოლივუდში - გავლენიანი რეპერისა და პროდიუსერის, პი დიდის წინააღმდეგ სასამართლოში 12 სხვადასხვა ადამიანის სარჩელია შესული. ბრალდებებს შორისაა სექსუალური ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელშეწყობა, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, ასევე შანტაჟი. შონ ქომბსი, იგივე პი დიდი 16 სექტემბერს დააკავეს. მისი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეომასალაც. თავად რეპერი ბრალდებებს უარყოფს. სალომე შანშიაშვილი გიამბობთ.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
