გაზრდილი ეკონომიკა
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 12%-ი შეადგინა, იანვარ-აგვისტოში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 10 %-ს გაუტოლდა. პარალელურად, გაზრდილია ექსპორტიც, რამაც 640 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მთავრობას მოლოდინი აქვს ზრდის არსებული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.
