უკრაინა-რუსეთის მშვიდობის სამიტის დაგეგმვის მიზნით, უნგრეთის პრემიერ- მინისტრს ჩინეთისა და ბრაზილიის ლიდერებთან ინტენსიური მოლაპარაკებები ჰქონდა
უკრაინა-რუსეთის მშვიდობის სამიტის დაგეგმვის მიზნით, უნგრეთის პრემიერ- მინისტრს ჩინეთისა და ბრაზილიის ლიდერებთან ინტენსიური მოლაპარაკებები ჰქონდა. გერმანული მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანმა შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გამართა. უნგრეთის პრემიერი ცდილობს ისეთი სამშვიდობო სამიტის ორგანიზებას, სადაც უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას შეძლებენ. გერმანული მედიის ცნობით, მშვიდობის სამიტის ჩატარებაზე მხარდაჭერა ვიქტორ ორბანმა 15 ქვეყნისგან მიიღო, მათ შორის ამ სამიტში მონაწილეობას დათანხმდნენ საფრანგეთი და შვეიცარია.